გუნდის წევრები

საქმის ერთგულები

 
ლუსო.jpg

ლუსინე დოსტიბეგიანი

თავმჯდომარე, ზრუნვის მიმართულების კოორდინატორი

დაიბადა 1994 წლის 28 ივნისს. გაიზარდა და ცხოვრობს ქ. თეთრიწყაროში.

დაამთავრა თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა, 2013 - 2014 წლებში სწავლობდა "ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში" ტურზმის II საფეხურზე - მინიჭებული აქვს გიდის ასისტენტის კვალიფიკაცია. 2016-2017 წლებში სწავლობდა კოლეჯ "იკარსოში"  მზარეულის პროფესიაზე.

დამთავრებული აქვს ფოტოგრაფიის კურსი და, 2012 წლიდან აქიურადა ჩართულია სხვადასხვა არაფორმალურ-საგანმანათლებლო პროგრამებსა თუ პროექტებში.

2016 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი", რომლის თავმჯდომარე გახლავთ.

ორგანიზაციის მეშვეობით ის არაერთ სასიკეთო საქმის აკეთებს. 

ტელ.: 995 598 35 09 31

natela.jpeg

ნათელა მანუკოვი

კულტურისა და სპორტის განვითარების მიმართულების კოორდინატორი

დაბადებული 1997 წლის 22 ივნისს. 

 

პროფესიით - სამართალმცოდნე. წლებია ახორციელებს ახალგაზრდა მუშაკის საქმიანობას.

ახალგაზრდულ ცენტრში თავისი საქმიანობა 2016 წელს ტრენერობით დაიწყო, გახდა გუნდის აქტიური წევრი და ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტის კოორდინატორობის გამოცდილება აქვს.

 

ახალგაზრდულ ცენტრში მისი საქმიანობის შედეგებია  ქალების  და გოგონების გაძლიერება, ეთნიკური უმცირესოებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების წინ წამოწევა, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, ქალთა და სამკერვალო კლუბის შექმნა. ის აქტიურად არის ჩართული ორგანიზაციის თითოეულ აქტივობაში და საქმიანობაში.

 

ტელ.: 995 592 30 94 54

თამუნა ბალიანი

არაფორმალური განათლების მიმართულების კოორდინატორი

დაიბადა და გაიზარდა თეთრიწყაროში. პროფესიის (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეცილისტი) მიღების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ მხარეში და 2018 წლიდან შეუერთდა ორგანიზაციის საქმიანობას.

 

“ახალგაზრდული ცენტრი ჩემთვის არის ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო... ყველაზე და ყველაფერზე”.

 

ტელ.: 995 574 19 21 15

ნანუკა აფციაური

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თავმჯდომარის მოადგილე

დაიბადა 1995 წლის 4 მარტს.

პროფესიით არის ახალგაზრდული მუშაკი და განათლების მენეჯერი. ახალგაზრდებთან მუშაობს 17 წლიდან, როგორც ადგილობრივ, ასე საერთაშორისო დონეზე

“თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ჩემთვის არის თავისუფლებისა და თანასწორობის ადგილი, სივრცე, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები და შეცვალოს საზოგადოება უკეთესობისკენ”.

ტელ.: 995 558 40 22 44

ნინო მჭედლიძე

ბუღალტერი

საფინანსო, სქბანკო და სადაზღვევო საქმის ბაკალავრი, ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის მაგისტრი. 10 წელია მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციების ფინანსურ განყოფილებებში, პარალელურად არის პროფესიული კოლეჯის მასწავლებელი და სასერთიფიკატო პროგრამის ტრენერი.

თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს მას შემდეგ უდგას გვერდით, როგორც კი საჭირო გახდა ფინანსური და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობა.

„ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული ცენტრი არის ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია რაიონისთვის და მისი მოსახლეობისთვის, არამარტო ახალგაზრდებისთვის. ეს არის სივრცე, რომელიც მეტად გაკავშირებს ფესვებთან და გაძლევს მაგალითს რომ კარგი საქმის კეთება შენივე რაიონში შეგიძლია“.

p_edited.jpg

ფატიმა შავაძე

პროექტების კოორდინატორი

2016 წლიდან ცენტრის გუნდის აქტიური წევრია.

"თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი არის სივრცე, სადაც ერთდროულად შეგიძლია მიიღო და გააზიარო ცოდნა თუ სხვა სახის კეთილი ენერგია".

ტელ.: 995 598 58 86 38

გიორგი.JPG

გიორგი დოსტიბეგიანი

ლოჯისტიკის მენეჯერი

დაიბადა (25.02.1991წ) და გაიზარდა ქ. თეთრიწყაროში.

აქვე დაამთავრა N2 საჯარო სკოლა. 2008-2013 წლებში  სწავლობდა ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. 

 

2016 წლიდან დღემდე აქტიურადა ჩართულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაში. 

 

გიორგისთვის ცენტრი არის ადგილი, სადაც მას ეძლევა საშუალება დაეხმაროს ახალგაზრდებს განვითარებაში და უკეთესი მომავლის შექმნაში. 

 

ტელ.: 995 598 89 05 55

მადონა ოქროპირიძე

თანადამფუძნებელი

დაიბადა 1956 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში, ზნაურის რაიონის სოფ. ნულში.

1984 წელს დაამთავრა თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო

უნივერსიტეტის დაგეგმვის ფაკულტეტი. განაწილებით წავიდა სამუშაოდ ცხინვალში.

მუშაობდა ერთერთ მეურნეობის მთავარ ეკონომისტად, შემდეგ მთავარ ბუღალტრად.

1993-2006 წლებში მუშაობდა პატარა ლიახვის ხეობაში ქსუისის თემის საკრებულოს თავჯდომარედ.

2008 წლის ომის შედეგად იძულებითი გადაადგილებული პირის სტატუსით ჩასახლდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ კოდაში.

2010 წლიდან მუშაობს დასახლებაში DVV-international-ის მიერ გახსნილ კოდის სათემო განათლების ცენტრში, თავიდან ოფის მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო 2014 წლიდან კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. აქტიურად არის ჩაბმული

საზოგადოებრივ საქმიანობაში, მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.

ანა ხუციშვილი

თანადამფუძნებელი

დაიბადა 1986 წლის 22 აპრილს. პროფესიით არის ფილოლოგი. საგანმანათლებლო სფეროში 2010 წლიდან მოღვაწობს, როგორც პედაგოგი, პროფორიენტაციის და კარიერის მართვის მენეჯერი, ტრენერი, მენტორი.                                         

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება არ დანებების და ბევრი შრომის შედეგად შექმნილი სივრცე. სივრცე, სადაც თითოული გრძნობს სილაღეს, მხარდაჭერას და თავის წილ  თეთრიწყაროს!“

ნიკოლოზ სიხარულიძე

ტექნიკური მენეჯერი

დაიბადა 1997 წლის 17 ივლისში, გაიზარდა და ცხოვრობს ქ.თეტრიწყაროში.

სწავლობს საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ორგანიზაციაში პასუხისმგებელია ტექნიკურ საქმიანობაზე. ასევე, წვლილი შეაქვს ორგანიზაციის საქმიანობაში სოციალური და ეკოლოგიური ღონისძიებების ფარგლებში.

ახალგაზრდული ცენტრი ჩემი მეორე სახლია, სადაც შემიძლია მივიდე ნებისმიერ დროს და დამხვდება მშვიდი და მყუდრო გარემო, სასიამოვნო და პოზიტიურ ადამიანებთან ერთად.

ტელ.: 995 577 95 47 39