
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, საფრანგეთის საელჩოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადეს ჰუმინატირული დახმარების 70-მდე პაკეტი.

პაკეტების ნაწილი უკვე დაურიგდა თეთრიწყაროს რაიონში, დანარჩენი კი გადაეცემა სოფელ სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ ერთნიკურ უმცირესობებს.

თითოეულ პაკეტში შედის როგორც საკვები პროდუქტი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები.
