ჩვენი პროექტები

დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობამ გადმოსცა სატრანსპორტო საშუალება Toyota LC 76.

 

პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოყოფილი თანხა გამოყენებულ იქნა მანქანის განბაჟებისათვის.

დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობამ გადმოსცა სატრანსპორტო საშუალება Toyota LC 76.

 

პროექტის ფარგლებში ფონდი ტასოს მიერ გამოყოფილი თანხა გამოყენებულ იქნა მანქანის განბაჟებისათვის.

დონორი: საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პანდემიის დროს

 

  • შევიძინეთ საკვები და ჰიგიენის პროდუქტი ათი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის

  • ვიყიდეთ და დავურიგეთ ექვსი ტაბლეტი (პლანშეტი) სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს

  • შევიძინეთ დისტანციური თერმომეტრი, დეზობარიერი და სადეზინფექიო ხსნარები ოფისისთვის, რაც დაგვეხმარა გვემუშავა რეგულაციების დაცვით

დონორი: ადამიანის უფლებათა სახლი

  • პროექტის ფარგლებში:

  • განვაახლეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდი;

  • შევიძინეთ საჭირო ტექნიკა სახლიდან მუშაობისა თუ ონლაინ საქმიანობის წარმართვისთვის;

  • გამოვიწერეთ Zoom-ის სერვისი;

  • ჩავატარეთ ტრენინგები თემებზე: მედიაწიგნიერება, საოფისე პროგრამები;

  • შევქმენით გრაფიკული დიზაინის კურსი.

დონორი: „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია

ბროშურა “ალაგთ ჰამბავი” შეიქმნა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მიერ, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტ "კონვერსიის" ფარგლებში.

 

ბროშურაში მოყვანილი ილუსტრაციები შეიქმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის მიზნები:

 

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების/ტერიტორიების ტოპონიმიკის კვლევა, შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება და ბროშურის შექმნა

  • ბროშურის გავრცელებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

  • ისტორიკოსების, მკვლევარებისა და აგილობრივი მოსახლეობის დაინტერესება მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკითა და ისტორიით

 

 

პროექტის ფარგლებში:

 

  • ჩავატარეთ მეორადი კვლევა მუნიციპალიტეტში არსებული დასახლებების/ტერიტორიების ტოპონიმიკის შესახებ

  • შევარჩიეთ საინტერესო ინფორმაცია და დავამუშავეთ ბროშურაში შესატანად

  • ბროშურაში შეტანილი ლეგენდების/თქმულებების მიხედვით შეიქმნა ხუთი ილუსტრაცია

  • შევაგროვეთ ბროშურაში შესატანი სურათები

  • შეიქმნა ბროშურის დიზაინი

  • ვთარგმნეთ და დავბეჭდეთ ბროშურა სამ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული

  • გავაკეთეთ ბროშურის პრეზენტაციები: ერთი „მდინარის მაგიური ბაღის“ ფესტივაზლე, მეორე - თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც სტუმრებს გავუზიარეთ მიღებული შედეგი და გამოცდილება

 

შეგიძლიათ იხილოთ ბროშურა შემდეგ ბმულებზე:

 

დონორი: კავკასიის ბუნების ფოდნი

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი არსებობის დღიდან ცდილობს მუნიციპალიტეტში განახორციელოს სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ამასთან აქტიურად თანამშრომლობს ალგეთის ეროვნულ პარკთან და არაერთხელ განუხორციელებიათ ერთობლივი პროექტები.

ეს პროექტი განხორციელდა ალგეთის ეროვნულ პარკთან და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებთან ერთად ადგილობრივი ახალგაზრდების  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მათი დაახლოების მიზნით. პროექტის მონაწილეები იყვნენ თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იმ სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ესაზღვრება ხსენებულ დაცულ ტერიტორიებს.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების დაახლოება, ერთმანეთის გაცნობა, გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება და ორივე ეროვნული პარკის უკეთ შესწავლა ეკო-ბანაკების ორგანიზებით აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე. 

ეკობანაკების პროგრამა მოიცავდა საკითხებს

  • ფლორასა და ფაუნაზე,

  • დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე,

  • რეინჯერის პროფესიაზე, 

  • პირველად დახმარებაზე;

  • გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.

გასათვაისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტის ფარგლებში  შექმნა ანიმაცია დაცული ტერიტორიებისა და რეინჯერის პროფესიის მნიშვნელობის შესახებ.  

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

  • პროექტში მონაწილე ქალებმა გაიარეს ტრენინგები შემდეგ თემებზე:

  • Გენდერული თანასწორობა

  • ადამიანის ძირითადი უფლებები

  • ფემინიზმი

  • სქესის შერჩევა

  • Სექსუალური განათლება

  • ადვოკატირება

  • ლიდერობა

  • თავდაცვა და უსაფრთხოება

  • პროექტის მონაწილეებმა გაიარეს კონსულტაციები ფსიქოლოგთან, გინეკოლოგთან და იურისტთან;

  • მიეწოდათ ინფორმაცია მათზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ

  •  

  • პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჰქონდათ შეხვედრები 5 აქტიურ, წარმატებულ ქალთან, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა სფეროში (სამოქალაქო, საზოგადოებრივი, ბიზნესის და ა.შ.), რომლებმაც გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

  • ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ ნაცისტების სასტუმრო სახლს ვეწვიეთ. ექსკურსიის დროს ჩვენ ხეობაში და მასპინძელს ვეწვიეთ, ნაზი დაქიშვილმა გვითხრა თავისი კულტურისა და გამოცდილების შესახებ.

  • ასევე, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბანაკი, რომლის მთავარი საკითხი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა იყო.

დონორი: ღია საზოგადოების ფონდი

პროექტის მიზნები:

  • ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლების გაძლიერება სამართლებრივ და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით;

  • რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და ქართველების დაახლოება;

  • მომავალი ლიდერების იდენტიფიცირება, მათი შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ მოახდინონ დისკრიმინაციის პრევენცია და პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ თავიანთი უფლებების დაცვაში.

პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდები (70% ეთნიკური უმცირესობები და 30% ქართველები) - თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან.

 

მათ ჩაუტარდათ ტრენინგების ციკლი თემებზე:

 

  • ადამიანის ძირითადი უფლებები - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე;

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკული კაზუსების განხილვა;

  • ადამიანის ძირიტადი უფლებები - საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მიხედვით;

  • ქართული სასამართლო პრაქტიკის განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში;

  • მოხალისეობა - მოხალისეობის ისტორია, საქრთველოს კანონი მოხალისეობის შესახებ;

  • სამოქალაქო აქტივიზმი;

  • შეხვედრა მხოლოდ გოგონებისთვის, სადაც მოხდა საკუთარი უარყოფითი გამოცდილების გაზიარება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფარგლებში;

  • ადვოკატირება - ახალგაზრდების პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ძიება სწორი ადვოკატირებით;

  • ლობირება;

  • ვორკშოპი ფსიქოლოგთან - თვითშეფასების ამაღლება და ასაკობრივი კრიზისების მართვა;

  • შეხვედრა ფსიქოლოგთან თემაზე კონფლიქტი და მისი მართვა.

დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ევროკავშირი, კონრად ადენაუერის ფონდი

1. პროექტის ფარგლებში  სამოქალაქო საზოგადოების პორტალზე CSO.GE-ზე ავტვირთეთ ინფორმაცია ახალგაზრდული ცენტრისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების  შესახებ. 

2. ორგანიზაციისთვის მომზადდა და დაიბეჭდა ბანერი, სტიკერები და ბროშურები.

3.  თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ვუმასპინძლეთ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მერიის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე წარვადგინეთ პროექტი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ვისაუბრეთ.

4. ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ  26 მაისის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილ   ღონისძიებაში. ცენტრმა მოაწყო  საინფორმაციო-გასართობი კუთხე ღონისძიების ჩატარების ადგილზე - ციყვების პარკში, სადაც ვუმასპინძლეთ არაერთ დაინტერესებულ პირს და გავაცანით ჩვენი საქმიანობა, დავარიგეთ პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი ფლაერები და სტიკერებიც. ამით ჩვენი საქმიანობის ცნობადობა უფრო გავზარდეთ ადგილობრივ მოსახლეობაში.

5. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

6. ახალგაზრდულმა ცენტრმა მოაწყო საინფორმაციო კუთხე დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე, სადაც სხვა ორგანიზაციებთან ერთად უმასპინძლა სტუმრებს და გააცნო თავისი საქმიანობა დაინტერესებულ პირებს.

7. პროექტის ფარგლებში გუნდმა გააკეთა მედიამონიტორინგი. კვლევის შედეგად დავითვალეთ, თუ რამდენი გაშუქება გვაქვს მედიასივრცეში და ორგანიზაციისთვის შევქმენით დოკუმენტი, სადაც შევინახეთ გაშუქების/გამოქვეყნების თითოეული ბმული. დოკუმეტი პერიოდულად განახლდება.

სხვადასხვა მედიასივრცეში გვაქვს  11  გაშუქება.

8.  შევქმენით ორგანიზაციის Youtube არხი (https://www.youtube.com/channel/UCBaT4pN8j33rZcRGbMLNPow/featured), სადაც ავტვირთეთ ჩვენ მიერ შექმნილი ვიდეორგოლები. არხი პერიოდულად განახლდება.

9. პროექტის მსვლელობისას შევქმენით ვებ-პგვერდი, რომელიც  ხელმისაწვდომია  ორ ენაზე, ქართულსა და ინგლისურზე. აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდი სრულიად უსასყიდლოდ გააკეთეს მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა. იხ. ბმული: https://www.tycgeorgia.com

თანამშრომლობა და ინოვაცია

18891685_303988780029356_441905369013045

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტის მიზნები და ამოცანები

ქალაქ თეთრიწყაროში ქალთა გაძლიერება, მათი ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებთან მიმართებაში. შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირების ხელშეწყობა.


პროექტის საქმიანობის დეტალური აღწერა

1. მოსამზადებელი ეტაპი - პოტენციური ბენეპიციარებისთვის პროექტის გაცნობა, პროგრამის დეტალური დაგეგმვა, პროექტის მონაწილეების შერჩევა და მათთან გასაუბრება.

2. სივრცის მოწყობა - შენობაში მოეწყო შეხვერდების ოთახი და სამზარეულო;

3. ეკო და ქალთა კლუბის ამოქმედება - დედებმა შვილებთან ერთად აამოქმედეს ეკო და ქალთა კლუბები;

4. ძირითადი აქტივობები: 

• პროექტის პრეზენტაცია და მონაწილეების გაცნობა;

• ტრენინგები - კომუნიკაციასა და გუნდის შეკვრაზე; ლიდერობაზე; გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებებზე; ქალთა უფლებებზე; გენდერსა და ფემინიზმზე; ფორუმ-თეატრის მეთოლოგიაზე, ნარჩენების მართვაზე;

• დისკუსია სამოქალაქო აქტივიზმსა და ქალის როლზე/ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში;

• ვიზიტი ალგეთის ეროვნულ პარკში, სადაც პროექტის მონაწილეები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ რესურსებს;

• ფსიქოლოგის და იურისტის უფასო კონსულტაციები;

• იოგის საათი;

• ორი ფილმის ჩვენება დედა-შვილის ურთიერობაზე და შემდეგ დისკუსია;

• ნაგვიდან ხელოვნებამდე - პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ შეხვედრები ნარჩენების გამოყენებით ახალი პროდუქტის შექმნის ხერხებზე;

• ფორუმ-თეატრი ნაადრევ ქორწინებაზე.

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

  • პროექტის მიზნები 

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი საქმიანობის და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება გენდერული და კლიმატის ცვლილების საკითხების შესახებ.

  •  

  • პროექტი მოიცავდა 4 ეტაპს:

  • 1. მომზადება - სამიზნე თემებში საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, მასალებისა და ინფორმაციის შეგროვება, ბენეფიციარების მოზიდვა; 

  • 2. საინფორმაციო კამპანიების წარმოება - შეხვედრების მოწყობა შერჩეულ 10 სოფელში, პროექტში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

  • 3. ბანაკი - 5 დღიანი ბანაკისთვის 20 გოგოს შერჩევა. ბანაკში განხილულ იქნა თემები გენდერისა და კლიმატის საკითხების შესახებ. ასევე, მოვიწვიეთ სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს ლაშქრობისა და სკაუტინგის შესახებ.

  • 4. საბოლოო ეტაპი - თანატოლგანმანათლებლები. ის ახალგაზრდები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბანაკში, გახდნენ თანატოლგანმანათლებლები საკუთარ თემში, ჩაატარეს ორ-ორი აქტივობა იმ საკითხებზე, რომლებიც ბანაკში გაიარეს. შეარჩიეს შემდეგი ტიპის აქტივობები: ტრენინგი, დასუფთავების აქცია, ფილმის ჩვენება, გამწვანება, სტუმრის მოწვევა, საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება და სხვა.

დონორი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი(CIPDD)

პროექტის მიზანი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების, მათი პრობლემების გაცნობა და  ახალგაზრდული ქსელის შექმნა.

პროექტის ფარგლებში ,,თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“-ს გუნდმა ჩაატარა შეხვედრები ქ.თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტის
7 სოფელში: დაბა მანგლისი, წინწყარო, ბოგვი, ბორბალო, ასურეთი, სამშვილდე, ჭივჭავი.

შედეგად შეიქმნა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ქსელი, რომელსაც აქტიურად  იყენებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები. 

 

პროექტი ჩატარდა სამ ეტაპად:

1. მოსამზადებელი ეტაპი - საჭირო მასალების მომზადება/შეძენა, ტრენერების შეხვედრები, შეხვედრების დაგეგმვა სოფლებში, ბენეფიციარების მოზიდვა;

2. სოფლებში შეხვედრების ჩატარება, ახალგაზრდების პრობლემების ან ინტერესების გამოვლენა, თითო სოფლიდან 2 აქტიური ახალგაზრდის შერჩევა;

3. სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში არსებულ "კოდის სათემო განათლების ცენტრში" შერჩეული ახალგაზრდებისთვის საერთო ფორუმის მოწყობა, სადაც მოხდა ამ ახალგაზრდების ერთმანეთთან გაცნობა და სამომავლო გეგმების განხილვა. 

51236093_581945702233661_367889018197010

დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

  • პროექტის მიზანი

  • თეთრიწყაროში  ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებით ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა.

  •  

  • პროექტის ამოცანებია: 

  • 1. ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გადმოცემული შენობის გარემონტება (ორი სამუშაო ოთახის, სველი წერტილების და ეზოს მოწყობა);

  • 2. შენობის დატვირთვა სხვადასხვა აქტივობებით;

  • 3. საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება;

  • 4. ახალგაზრდების პიროვნულ-პროფესიული უნარების განვითარება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა გარემოსდაცვითი საკითხებზე.

  •  

  • საქმიანობის დეტალური აღწერა:

  • 1. მოსამზადებელი ეტაპი - საჭირო მასალების შესყიდვა, ტექნიკური საკითხების მოგვარება;

  • 2. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები შენობაში - ორი ოთახის მოპირკეთება, წყლის აბონენტის გახსნა, სველი წერტილების მოწყობა;

  • 3. ცენტრის აღჭურვა ავეჯით - სკამები, საკონფერენციო მაგიდა, ტუმბო;

  • 4. ბიბლიოთეკის, სამუშაო ოთახისა და ეზოს მოწყობა;  

  • 5. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებეისათვის 20 მონაწილის შერჩევა; 

  • 6. ტრენინგების ციკლი თემებზე: აქტიური მოქალაქეობა და მოხალისეობა, გარემოს პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, გუნდური მუშაობა და ლიდერობა, პროფესიული განათლების მნიშნელობა, პროექტების წერა და პარტნიორების მოძება;

  • 7. სტრატეგიული დაგეგმვის ვორქშოფი ორგანიზაციის გუნდისთვის;

  • 8. გამოცდილების გასაზიარებლად ცენტრი საკუთარი სახსრებით ესტუმრა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრს;

  • 9. ტრენინგის მონაწილეებმა თავად დაგეგმეს და განახორციელეს ღონისძიებები: დასუფთავების აქცია, პოეზიის საღამო, კინოჩვენება;

  • 10. პროექტის დახურვის ღონისძიება.